„პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სია წარადგინა
„პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სია წარადგინა

„პატრიოტთა ალიანსმა“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო სია წარადგინა.

სიის პრეზენტაცია ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე გაიმართა. პარტიამ სიის პირველი 25 წევრი წარადგინა. ქუთაისის მაჟორიტარ კანდიდატად ნონა ასათიანი დასახელდა.

„პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის კანდიდატები არიან: 1. ირმა ინაშვილი; 2. გიორგი ლომია; 3. გოჩა თევდორაძე; 4. ავთანდილ ენუქიძე; 5. ზაზა (გელა) მიქაძე; 6. ნანა დევდარიანი; 7. ფრიდონ ინჯია; 8. დავით ზილფიმიანი; 9. ცისანა სეფიაშვილი; 10. მერაბ ჭიქაშვილი; 11. გურამ ნიკოლაიშვილი; 12. მარინა მოლოდინი; 13. ვახტან ყოლბაია; 14. სამველ პეტროსიანი; 15. ეკა მირიანაშვილი; 16. არჩილ ლეკიშვილი; 17. ბესიკ ცქიფურიშვილი; 18. ანი კიკნაძე; 19. დავით გიორგობიანი; 20. მარიამ ბათირიშვილი; 21. მაია კუტუბიძე; 22. გოდერძი ამაშუკელი; 23. თომა ხაბეიშვილი; 24. მახირ უსუბოვი; 25. ტატიანა მარტინენკო.