„პატრიოტთა ალიანსმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნით ბათუმში აქცია გამართა
„პატრიოტთა ალიანსმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმების მოთხოვნით ბათუმში აქცია გამართა

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას ითხოვენ. მათ საპროტესტო აქცია დღეს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გამართეს.

აქციის მონაწილეებმა სასამართლოს ის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლითაც, რამდენიმე დღის წინ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდა მორატორიუმი სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების აკრძალვასთან დაკავშირებით.

„ეს არის მოღალატეობრივი გადაწყვეტილება, ეს სასამართლო უნდა გაუქმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ აქციებს გავაგრძელებთ“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა თენგიზ თავდგირიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, 16 დეკემბრამდე, ანუ ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე უცხოეთის მოქალაქეებს მიწების საკუთრებაში დაკანონების უფლება აქვთ.