„პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირული და ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის მიერ დაბრუნებული ხატი ბაგრატის ტაძარში მიაბრძანეს

00:00, 08.09.2020

პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ილორის ტაძრისთვის შეწირული და ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიის მიერ დაბრუნებული ხატი ბაგრატის ტაძარში მიაბრძანეს. ხატი ქუთაისში მრევლთან ერთად „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა და ლიდერებმა ჩაიტანეს.

ამ წუთებში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი პარაკლისს ატარებს.

შეგახსენებთ, „პატრიოტთა ალიანსს“ ილორის ტაძრისთვის შეწირული ხატი ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესიამ 5 სექტემბერს დაუბრუნა. 27 აგვისტოს, ხატის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია კი დე ფაქტო აფხაზეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაავრცელა.

მსგავსი