"პატრიოტთა ალიანსის" ომბუდსმენობის კანდიდატი გიორგი ფოფხაძეა
"პატრიოტთა ალიანსის" ომბუდსმენობის კანდიდატი გიორგი ფოფხაძეა

„პატრიოტთა ალიანსი“ სახალხო დამცველის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატად ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძეს წარადგენს. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ განაცხადა.

„ჩვენი კანდიდატი ღირსეული პიროვნებაა, რომელსაც არაერთხელ დაუმტკუცებია ეს. ადამიანი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს. ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე არის პიროვნება, რომელმაც არაერთი წვლილი შეიტანა სააკაშვილის რეჟიმის დამხობაში. ასევე, მან წვლილი შეიტანა ცნობილი ციხის კადრების გავრცელებაში ევროპის მასშტაბით“, – განაცხადა გიორგი ლომიამ.