ამერიკელი მოკრივის პატრიკ დეის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მან ჩიკაგოში ჩარლზ კონველის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში ქალა – ტვინის მწვავე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„პატრიკის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია, ყველას ვთხოვ მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ილოცოს. მე არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც პატრიკს იცნობდეს და ეს არაჩვეულებრივი ადამიანი არ უყვარდეს.“ – განაცხადა დეის პრომოუტერმა ლუ დიბელამ.
მომხდარს გამოეხმაურა ჩარლზ კონველიც, რომელმაც პატრიკ დეი რინგიდან პირდაპირ საავადმყოფოში გაისტუმრა. კონველის თქმით, იგი ძალიან განიცდის მოწინააღმდეგის მდგომარეობას და იმედოვნებს, რომ პატრიკ დეის გამოსაჯანმრთელებლად ექიმები ყველაფერს იღონებენ.