პატრიარქმა უვადო მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცა

12:13, 03.07.2021

პენიტენციურ სისტემაში მოთავსებულმა უვადო მსჯავრდებულებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისგან საჩუქრები მიიღეს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ილია მეორისგან სხვადასხვა სახის ტკბილეული, წიგნები და სანთლები უვადო მსჯავრდებულებს საპარტიარქოს წარმომადგენლებმა გადასცეს.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური მადლობას უხდის კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს და საქართველოს საპატრიარქოს უვადო პატიმრებზე ზრუნვისა და თანადგომისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი