პატრიარქმა ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ჯვრისწერის წინ დალოცა [ვიდეო]
პატრიარქმა ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე ჯვრისწერის წინ დალოცა [ვიდეო]

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ბერა ივანიშვილი და მისი მეუღლე ნანუკა გუდავაძე საპატრიარქოში მიიღო, ჯვრისწერის წინ დალოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციასა და ვიდეომასალას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

პატრიარქთან წყვილი მშობლებთან და მეჯვარეებთან ერთად იმყოფებოდა.

ბიძინა ივანიშვილმა პატრიარქს მადლობა გადაუხადა ოჯახის დალოცვისთვის, ხოლო ბერას ცხოვრების ახალ ეტაპზე ღირსეული ოჯახის შექმნა და ქვეყნის სამსახურში ყოფნა უსურვა.

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეფასებით დაინტერესდა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ არჩევნებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად მაღალია ქვეყნის დემოკრატიულობა.

მისივე თქმით, ხალხი განკარგავს და განსაზღვრავს, ვინ უნდა აირჩიოს და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები კვლავაც ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ.