პატრიარქის თხოვნით, ზაზა სარალიძემ შიმშილობა შეწყვიტა - მისმა უწმინდესობამ თავად მომაწოდა საკვები
პატრიარქის თხოვნით, ზაზა სარალიძემ შიმშილობა შეწყვიტა - მისმა უწმინდესობამ თავად მომაწოდა საკვები

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პატრიარქის თხოვნით შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ სარალიძემ საპატრიარქოში, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მოწოდება იყო უწმინდესისგან, რომ შიმშილობა შემეწყვიტა და ადგილზევე შევწყვიტე. რადგანაც ცუდად ვარ ამდენი დღის შემდეგ, თავად მომაწოდა საკვები. დამლოცა, დალოცა საქართველო.

აქციებთან დაკავშირებით არ გვისაუბრია. მკითხა, საქმის მსვლელობა როგორ არის და მოკლედ მივაწოდე ინფორმაცია, რომ მკვლელებს ისევ აფარებენ ხელს. აქციები გაგრძელდება. ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება, სანამ მართლა სატანები არ მოშორდებიან ქვეყანას“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ. მისივე თქმით, საუბარი შეეხო თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საკითხსაც.