პატრიარქის ნათლულები ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად მსვლელობას მართავენ [ფოტო]

19:54, 19.03.2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ნათლულები პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მსვლელობას მართავენ.

პატრიარქის ნათლულები და მათი ოჯახის წევრები მეტროსადგურ „ავლაბართან“ შეიკრიბნენ, საიდანაც სამების საკათედრო ტაძარში გადაინაცვლებენ.

საყოველთაო ნათლობის იდეა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის. ილია მეორის ნათლულები ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და შემდეგი შვილები არიან. პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წელს გაიმართა.

მსგავსი