პატრიარქის მოსაყდრე სამების ტაძარში საკვირაო წირვას პირველად ატარებს
პატრიარქის მოსაყდრე სამების ტაძარში საკვირაო წირვას პირველად ატარებს

სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვას პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) პირველად ატარებს.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მეუფე ამ წუთებში იმოსება, წირვის დასრულების შემდეგ კი მრევლს ქადაგებით მიმართავს.

ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე გიორგობის დღესასწაულზე დაასახელა. 

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყრდედ დადგენილია მიტროპოლიტი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)“, –აღნიშნა ილია მეორემ.

პატრიარქი ბათუმში იმყოფება, სადაც სასულიერო პირებთან ერთად სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.