პატრიარქის მოსაყდრე - ილია მეორე ხორავას ქუჩაზე მომხდარს ძალიან განიცდის
პატრიარქის მოსაყდრე - ილია მეორე ხორავას ქუჩაზე მომხდარს ძალიან განიცდის

პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას ერის ტრაგედიას უწოდებს.

ამის შესახებ მეუფემ სიონის ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ილია მეორე მომხდარს ძალიან განიცდის.

„ეს არის ტრაგედია ჩვენი ერის. უწმინდესი ძალიან განიცდის ამ ამბავს და ყოველი ჩევნგანისთვის ეს არის საზარელი და სასტიკი ტრაგედია. ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს. ღმერთმა აცხონოს მათი სულები.

მე არ მაქვს ინფორმაცია და არ მგონია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა თავი ეკლესიას შეაფარა“,- განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.

შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი არასრულწლოვანი დაკავებულია, ხოლო მეორეს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ დღეს კიდევ სამი პირიდააკავა.