პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტს, ქალბატონ შორენა თეთრუაშვილს ჩაუტარდა „პისიარ“-ტესტი, რომლის შედეგად, დღეს მას დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.