საპატრიარქო - პატრიარქის კურთხევით, ხვალ სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს შემოივლიან და მოსახლეობას დალოცავენ
საპატრიარქო - პატრიარქის კურთხევით, ხვალ სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს შემოივლიან და მოსახლეობას დალოცავენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხვალ საზეიმო წირვის შემდეგ ოჯახებს, დედაქალაქსა და სრულიად საქართველოს დალოცავს.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

„ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქ ილია II-ის მიერ მოხდება ოჯახების, დედაქალაქისა და სრულიად საქართველოს დალოცვა.

ხოლო მისი კურთხევით სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.

ავტო-კოლონით მსვლელობა დაიწყება 13:00 საათზე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი