პატრიარქი – ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, შემინდეთ შეცოდებანი ჩემნი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში შენდობის ლოცვა წაიკითხა და შეკრებილ მრევლს შენდობა სთხოვა.
„ღმერთო, მამაო, ძეო ღვთისაო და სულო წმინდაო, შეუნდე ერსა ჩვენსა შეცოდებულსა. ღმერთო, შეუნდე მთავრობასა და მხედრობასა ჩვენსა. ღმერთო, შეუნდე მღვდელმთავრებსა, სამღვდელოებასა, დიაკვნებსა, ბერმონაზვნებსა. ღმერთო, შეუნდე ჩვენს ახალგაზრდობას. ღმერთო, შეუნდე მოხუცებულთა. ღმერთო, შეუნდე ყოველთა მკვიდრთა საქართველოისათა. ღმერთო, შეუნდე უცხოეთში მცხოვრებთა თანამემამულეთა. ღმერთო, შემინდე, მე, ცოდვილსა და უღირსსა მონასა შენსა და ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, შემინდეთ შეცოდებანი ჩემნი“, – აღნიშნა პატრიარქმა.