პატრიარქი მაია ცქიტიშვილსა და გიორგი გახარიას ვიცე-პრემიერებად დანიშვნას ულოცავს
პატრიარქი მაია ცქიტიშვილსა და გიორგი გახარიას ვიცე-პრემიერებად დანიშვნას ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს ვიცე-პრემიერებად დანიშვნას ულოცავს.

„ბატონო გიორგი, მართალია, დიდი ხანი არ არის, რაც თქვენ შინაგან საქმეთა მინისტრი ბრძანდებით, მაგრამ უკვე მოიპოვეთ ხალხის ნდობა და პატივისცემა, რაც არის გარანტი თქვენზე ამჟამად დაკისრებული პასუხისმგებლობის ღირსეულად აღსრულებისა. გილოცავთ საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშვნას და გისურვებთ ღვთის შეწევნას ქვეყნის სამსახურად. ღმერთმა დაგლოცოთ“, – აღნიშულია პატრიარქის წერილში.

პატრიარქმა მისალოცი წერილით მაია ცქიტიშვილსაც მიმართა.

„მიიღეთ ჩვენი მილოცვა ვიცე-პრემიერად თქვენს დანიშვნასთან დაკავშირებით. თქვენ დიდი ხანია ამ სისტემაში ბრძანდებით და კარგად იცით ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები. შევთხოვთ ღმერთს, მოგცეთ ძალა დაკისრებული მოვალეობის საქართველოს სასიკეთოდ წარმატებით აღსრულებისთვის. უფალმა დაგლოცოთ“, – აღნიშნულია პატრიარქის წერილში.