პატიმარმა ხაშურის სასამართლოდან გაქცევა სცადა
პატიმარმა ხაშურის სასამართლოდან გაქცევა სცადა

პატიმარმა ხაშურის სასამართლოდან გაქცევა სცადა. ინფორმაცია პირველ არხს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, პატიმარმა საპირფარეშოში გასვლა ითხოვა, სადაც ბადრაგს იარაღის წართმევა დაუპირა.

„პატიმარს ჰქონდა გაქცევის მცდელობა. მეორე ბადრაგის დახმარებით, აღიკვეთა ეს მცდელობა და დასრულდა ინციდენტი“, – განუცხადეს პირველ არხს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.