პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკითხულმა ექსპერტმა დაადასტურა,  რომ საქმის მთავარი მტკიცებულება ავთენტურია
პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკითხულმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ საქმის მთავარი მტკიცებულება ავთენტურია

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკითხულმა ექსპერტმა დაადასტურა, რომ საქმის მთავარ მტკიცებულებაზე, აუდიო ჩანაწერზე, სადაც გამოძიების მტკიცებით, ბიზნესმენის მკვლელობას გეგმავენ, ამ საქმეზე ბრალდებული და ფიგურანტი პირები საუბრობენ. ექსპერტ ასმათ მატუშევსკაიას ჩვენების მიხედვით, ეს ჩანაწერი ავთენტურია და დადასტურებულია, რომ ის უწყვეტ საუბარს წარმოადგენს.

საუბარია, საქმეში არსებულ ორ აუდიოჩანაწერზე, რომელიც საქმეში დევს. ერთ ჩანაწერში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი „მასტერა“, იგივე გიორგი დგებუაძე ბადრი პატარკაციშვილის დაცვის თანამშრომელს ბიზნესმენის მზარეულების სიას და მის სასახლეში კამერების განლაგებას სთხოვს, ხოლო მეორე ჩანაწერში, რომლის მონაწილე ასევე გიორგი დგებუაძეა, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მზადების საქმეზე ბრალდებულები, ლევან ქარდავა, რევაზ შიუკაშვილი და გიორგი მერებაშვილი ბიზნესმენის ლიკვიდაციის გეგმაზე საუბრობენ.

„2016 წლის 10 დეკემბერს ჩავატარე ექსპერტიზა, ჩანაწერებზე და ხმის ნიმუშებზე. ექსპერტიზის დასკვნით, დივიდი დისკზე არსებულ აუდიო ჩანაწერებზე არ აღინიშნება მონტაჟის კვალი, ასევე, ერთ ჩანაწერში საუბრობენ მამუკა შაროვი და გიორგი დგებუაძე. მეორე ჩანაწერში კი, ხმები შეესაბამება გიორგი დგებუაძის, გიორგი მერებაშვილის, ლევან ქარდავასა და რევაზ შიუკაშვილის ხმის ნიმუშებს”, – განაცხადა ექსპერტმა.