პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილი შესაძლოა დღეს პატიმრობიდან გათავისუფლდეს
პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი მერებაშვილი შესაძლოა დღეს პატიმრობიდან გათავისუფლდეს

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმის ერთ-ერთი ბრალდებული გიორგი მერებაშვილი შესაძლოა დღეს პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

როგორც დაცვის მხარის ადვოკატები აცხადებენ, მერებაშვილს ცხრათვიანი პატიმრობის ვადა 15 ივლისს ეწურება. ერთ-ერთი ადვოკატის, გია გოროზიას თქმით, 15 ივლისამდე ამ საქმეზე სხდომა აღარ არის ჩანიშნული და მერებაშვილის გათავისუფლება დღეს უნდა მოხდეს.

„ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო ცხრათვიან ვადაში საქმის განხილვა, შესაბამისად გიორგი მერებაშვილი უნდა გათავისუფლდეს”, – განაცხადა გია გოროზიამ.

პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით კი, დღეს ბრალდებულები უნდა დაიკითხონ, რაც შეეხება მერებაშვილის გათავისუფლებას, მისი თქმით, საჭიროა „დაველოდოთ სასამართლოს სხდომას“.

ამ საქმეზე მერებაშვილის გარდა, ლევან ქარდავა და რევაზ შიუკაშვილი არიან ბრალდებულები, რომლებიც სხვა სისხლის სამართლის საქმეზე არიან მსჯავრდებულები, შესაბამისად, ცხრათვიანი ვადა მხოლოდ მერებაშვილზე ვრცელდება.