პატარკაციშვილების ოჯახმა სალომე ზურაბიშვილს 180 ათასი ლარი შესწირა
პატარკაციშვილების ოჯახმა სალომე ზურაბიშვილს 180 ათასი ლარი შესწირა

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრებმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 180 ათასი ლარი შესწირეს. აღნიშნული მონაცემები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

პატარკაციშვილის დედამ, ნათელა პატარკაციშვილმა, ასევე დებმა, ნანა პატარკაციშვილმა და მზია თოთლაძემ, 17 ოქტომბერს ზურაბიშვილს თითოეულმა 60 ათასი ლარი ჩაურიცხეს.

60 ათასი ლარი მაქსიმალური თანხაა, რომლის შეწირვა კანდიდატისთვის ფიზიკურ პირს შეუძლია.