პასკალ მენიე - ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ არ ემხრობა სანქციებს, საქართველოს რეაქცია იყო დადებითი
ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ არ ემხრობა სანქციებს, საქართველოს რეაქცია იყო დადებითი, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ განაცხადა.
„რუსეთის პირველი რეაქცია ემოციური იყო. თუ ჩვენ ვიღებთ, რომ საქართველოში ემოციური რეაქცია მოჰყვა პარლამენტის სავარძელში რუსი დეპუტატის ხილვას, ჩვენ შეგვიძლია დავუშვათ, რომ რუსეთშიც შესაძლოა მოჰყოლოდა ემოციური რეაქცია, მათი პარლამენტის წევრს დამალვა და წასვლა რომ მოუწია.
მაგრამ ემოციების შემდეგ, დროა რეალობასა და პასუხისმგებლობას დავუბრუნდეთ. ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ არ ემხრობა სანქციებს, საქართველოს რეაქცია იყო დადებითი.
რა თქმა უნდა, ოპოზიცია აკრიტიკებს მთავრობას, მაგრამ მოსახლეობისთვის უკეთესია, რომ ტურისტებს სანქციები არ ეხებათ“, – განაცხადა პასკალ მენიემ.