პასკალ მენიე - ტერორიზმი არის ბოროტება, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით უნდა ვებრძოლოთ
პასკალ მენიე - ტერორიზმი არის ბოროტება, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით უნდა ვებრძოლოთ

ტერორიზმი არის ბოროტება, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით უნდა ვებრძოლოთ, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ განაცხადა.

„საფრანგეთი მორიგი ტერორისტული შეტევის მსხვერპლი გახდა, რომელიც განხორციელდა სტრასბურგში, საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე და ამ ტერორისტულმა შეტევამ სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ერთი ფრანგის, ერთი იტალიელის და ერთიც პოლონელის.

მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, რომლებმაც მიუსამძიმრეს და თავიანთი შეშფოთება გამოთქვეს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. ტერორიზმი არის ბოროტება, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ მსოფლიო მასშტაბით და ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნები ყველაფერს გააკეთებენ, რომ აქტიურად წარიმართოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა პასკალ მენიემ.