პასკალ მენიე - საქართველოს ევროპელი მეგობრების იმედი უნდა ჰქონდეს
პასკალ მენიე - საქართველოს ევროპელი მეგობრების იმედი უნდა ჰქონდეს

საქართველოს თავისი ევროპელი მეგობრების იმედი უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსულმა ჯარებმა უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია და რუსეთმა შეიმუშაოს პოლიტიკა, რომელიც პატივს სცემს თავის მეზობლებს.

„როგორც 19 თებერვალს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თავის ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მტკიცედ განაცხადა, რუსულმა ჯარებმა უნდა დატოვონ საქართველოს ტერიტორია და დაიცვან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ჩვენ შეშფოთებული ვართ იმ მრავალი ინციდენტით, რომელიც არის საოკუპაციო ხაზთან, ადამიანთა გატაცებებით, ფაქტით, რომ ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, როგორც ამბობენ, თვითმკვლელობით, მას შემდეგ რაც ცდილობდა, გადაეკვეთა გამყოფი ხაზი და, მას შემდეგ, რაც რუსების სამხედრო ბაზაზე აღმოჩნდა. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთმა უნდა დაიცვას თავისი შეთანხმებები, უნდა გამოიმუშაოს პოლიტიკა, რომელიც პატივს სცემს თავის მეზობლებს და ამ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი დაიცვას“, – განაცხადა პასკალ მენიემ.