პასკალ მენიე - დამკვირვებლების მოხსენებების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა
პასკალ მენიე - დამკვირვებლების მოხსენებების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა

მოხსენების დაყრდნობით, რომელიც დამკვირვებლებმა დაწერეს, პროცესმა ჩაიარა დარღვევების გარეშე, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, პასკალ მენიემ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შეფასებისას განაცხადა.

„დღევანდელ კონფერენციაზე დავესწარი და მოვუსმინე ბევრი წარმომადგენლის მოხსენებას და შემიძლია ვთქვა, რომ ამ არჩევნებმა ჩაიარა ძალიან დემოკრატიულად. მოსახლეობამ თავისუფლად გააკეთა თავისი არჩევანი“, – განაცხადა პასკალ მენიემ.

საფრანგეთის ელჩმა მეორე ტურზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ კანდიდატები ერთმანეთთან ევროპული სტანდარტებით წარმართავენ დებატებს.

„რამდენიმე კვირაში გაიმართება მეორე ტური და რასაც ჩვენ ვისურვებდით არის, რომ ეს ორი კანდიდატი ერთმანეთთან დებატებში შევიდნენ ევროპული სტანდარტებით, რათა ანახონ ხალხს, რას უნდა ელოდონ ამ არჩევნებიდან. იმედია, ორივე კანდიდატი შეასრულებს იმ მოლოდინს, რაც ხალხს აქვს“, – აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.

მისივე განცხადებით, არჩევნებმა ჩაიარა დარღვევების გარეშე, ისე, როგორც უნდა ჩატარებულიყო.