პასი და გოლი - ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა ჩემპიონთა ლიგაზე „ბრესტი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფშიბრესტი“ მეორედაც დაამარცხა (7:0) და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

საფრანგეთის ორი წარმომადგენლის პირველი დაპირისპირება ბრესტში პსჟ-მა 3:0 მოიგო. საპასუხო შეხვედრა პარიზში გაიმართა. ანგარიში მე-20 წუთზე ბრედლი ბარკოლამ გახსნა. მისი გადაცემით 39-ე წუთზე კვარაცხელიამ მახვილი კუთხიდან ეფექტურად გაიტანა.

პარიზელებმა მეორე ტაიმში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. „ბრესტის“ კარი ვიტინიამ (59), დეზირე დუემ (65), ნუნუ მენდეშმა (69), გაბრიელ რამოშმა (76) და სენი მაილუმ (86) აიღეს. მე-7 გოლი კვარაცხელიას პასით გავიდა.

„ბრესტის“ კარში გატანილი გოლით ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას საგოლე აქტივი სამამდე გაიზარდა. აქამდე მან 2 გოლი ამსტერდამის „აიაქსს“ 2022 წელს, 4 და 10 ოქტომბერს გამართულ შეხვედრებში გაუტანა.