მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებული არჩევნების შედეგად მოპოვებულ დაფინანსებას არ შეეხება
მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებული არჩევნების შედეგად მოპოვებულ დაფინანსებას არ შეეხება

პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებული არჩევნების შედეგად მოპოვებულ დაფინანსებას არ შეეხება.

კითხვაზე, დაფინანსება შეუწყდება თუ არა იმ პარტიებს, რომელთაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პასუხობს, რომ ახალი ცვლილებები არაფერ კავშირშია ძველ რეგულაციებთან, მათ შორის როცა დაფინანსება კვალიფიუციურ სუბიექტზე იყო მიბმული.

„საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით, აბსოლუტურად ახალი რეალობაა, სადაც წერია, რომ მხოლოდ ბარიერგადალახული საპარლამენტო პარტიები იღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას. აქედან გამომდინარე, ახალი ნორმები და რეგულაციები გვაქვს, რითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტთა პაკეტი, რომლის თანახმად, პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ, ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ამასთან, შრომის ანაზღაურება გაუნულდებათ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც თვის განმავლობაში არც ერთ პლენარულ სხდომას არ დაესწრებიან.