პარტიები „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ ხელს მოაწერენ
პარტიები „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროა“ აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ ხელს მოაწერენ

პარტიები „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ ხელს მოაწერენ.

„პარტიები „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელი რეფორმების ერთიან ხედვაზე პარტიების შეთანხმებას და ხელს ვაწერთ „ქართულ ქარტიას““, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.