პარტიაში „საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს, რითაც საკუთარ ინტერესს იცავს
პარტიაში „საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს, რითაც საკუთარ ინტერესს იცავს

პარტიაში „საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს, რითაც საკუთარ ინტერესს იცავს.

როგორც პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ეს შემდგარი ფაქტია.

„ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ ხდება მათივე პირადი ინტერესების, სავარაუდოდ, ამ თაღლითური სქემით ნაშოვნი ასობით მილიონი დოლარის დაცვა ქოლცენტრების უკან არსებულ პოტენციურ სიმართლეზე გადაფარებით, კეზერაშვილზე გადაფარებით. წინა ჯერზე ვნახეთ „ნაცმოძრაობის“ მოსამართლეებზე გადაფარება, ეს არის შემდგარი ფაქტი“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ კიდევ ერთი წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი აქვს, კომისიის შექმნის საკითხს მხარი არ დაუჭირონ.

„„ქართული ოცნების“ დღევანდელი გადაწყვეტილება აუცილებლად იქნება მომავალში ერთ-ერთი მტკიცებულება გამოძიების ფარგლებში. „ოცნებას“ აქვს გადაწყვეტილი, საკითხს მხარი არ დაუჭიროს, ხვალაც ასე იქნება, ზეგაც. თუ გავიმეორებთ, იმავე წრეზე წავალთ. ეს უკვე განაჩენია“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

პარლამენტმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კვორუმის არარსებობის გამო კენჭი ვერ უყარა.