პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ განმარტავენ, რომ პარტიულ სიაში გადაადგილება თვითმმართველობის არჩევნებთანაა დაკავშირებული

16:29, 02.07.2025

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ განმარტავს, რომ პარტიულ სიაში გადაადგილება თვითმმართველობის არჩევნებთანაა დაკავშირებული.

„ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ვემზადებით თვითმმართველობის არჩევნებისთვის. შესაბამისად, პარტიულ სიაში გადაადგილებაც დაკავშირებულია თვითმმართველობის არჩევნებთან. ნაწილი – თბილისში, ნაწილი – ქუთაისში და სხვა ქალაქებში იქნებიან პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები“, – აცხადებენ პარტიაში.

ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გიორგი გახარიას განცხადების საფუძველზე პარტიის რვა წევრის საარჩევნო რეგისტრაცია გააუქმა და საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის წარდგენილი პარტიული სიიდან ჩახსნა.

მსგავსი