პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებენ, რომ დეკლარაციებს შეავსებენ, თუმცა ამას პარლამენტის აღიარებასთან კავშირი არ ექნება

14:40, 27.01.2025

დეკლარაციის შევსება, პირველ რიგში, ემსახურება გამჭვირვალობას, რისი საწინააღმდეგოც ჩვენ არაფერი გვაქვს. არ არის არანაირ კავშირში ამ პარლამენტის ლეგიტიმაციასთან, აღიარება-არაღიარებასთან, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „დე ფაქტო პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ და ამ მხრივ არაფრის შეცვლას არ აპირებენ“.

„ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან იყო და დღემდე ამას თანმიმდევრულად ვაკეთებთ, რომ დე ფაქტო პარლამენტს არ ჰქონოდა ლეგიტიმაცია და ეს ლეგიტიმაცია არ აქვს არც ქვეყნია შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ბუნებრივია, ჩვენ ამ მხრივ არაფრის შეცვლას არ ვაპირებთ.

რაც შეეხება დეკლარაციების შევსებას, ამას ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ ამ აქტს პარლამენტის აღიარებასთან ან გარკვეული ტიპის ლეგიტიმაციასთან არანაირი კავშირი არ ექნება“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

 

მსგავსი