პარტიამ „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო პროგრამა წარადგინა
პარტიამ „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო პროგრამა წარადგინა

პარტიამ „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო პროგრამა წარადგინა.

როგორც ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში გამართულ პრეზენტაციაზე პარტიის თავჯდომარე თამარ კეკენაძემ განაცხადა, „თავისუფალი დემოკრატების“ პრიორიტეტებში პირველი ადგილი დეოკუპაციის საკითხს უკავია.

„ჩვენ – „თავისუფალმა დემოკრატებმა“ წარვადგინდეთ საარჩევნო პროგრამა; ის, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მოწყობას.

ჩვენი მთავარი პრიორიტებებია რა თქმა უნდა დეოკუპაცია, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქრტურებში ინტეგრაცია, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი და თანამედროვე განათლების სისტემის უზრუნველყოფა და ა.შ.

გვაქვს ხედვა თითოეული მიმართულების მიხედვით და ვაპირებთ ჩვენს კვალიფიციურ და გამოცდილ გუნდთან ერთად ეს ხედვა უკვე მას შემდეგ, რაც „თავისუფალ დემოკრატებს“ ეყოლება წარმომადგენლობა პარლამენტში, მათთან ერთად განვახორციელოთ“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ.