პარტიამ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ პროპორციული სიის ოცეული წარადგინა
პარტიამ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ პროპორციული სიის ოცეული წარადგინა

პარტიამ „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ პროპორციული სიის ოცეული წარადგინა. პარტიის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანმა მათი პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა. ჟორჟოლიანის თქმით, ძირითადი აქცენტები ეკონომიკაზე, ინდუსტრიულ და აგრარულ პოლიტიკაზე, ასევე ჯანდაცვაზე გაკეთდება.

როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, „სოციალ-დემოკრატები“ მომავალ პარლამენტში იბრძოლებენ საკუთარი ხედვისა და პრინციპების დასამკვიდრებლად.

გუნდის პროპორციული სიის ოცეულში იქნებიან: ბადრი ფირცხელიანი, მარინა მუსხელიშვილი, კახაბერ ჟღენტი, ვანო ხვიბლიანი, ელგუჯა ხარშილაძე, ეკა ლეკაშვილი, დავით ლობჟანიძე, მიხეილ ადეიშვილი, იოსებ არჩვაძე, ზურაბ ვახანია, ნათია ქევხიშვილი, გიორგი კევლიშვილი, მაია ასაკაშვილი, გიორგი მაკასარაშვილი, მამედ იუსუბოვი, ეკატერინე ჭელიძე, ნოდარ ელიზბარაშვილი, ლანდა ალვარიანი, ავთანდილ სულაბერიძე და შოთა მაჭარაშვილი.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, საარჩევნო სიის პრეზენტაციას, პარტიის გადაწყვეტილებით, მათი მხარდამჭერები და გუნდის რამდენიმე წევრი არ ესწრებოდა.

დატოვე კომენტარი