პარტიამ „სამართლიანობისთვის“ ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა
პარტიამ „სამართლიანობისთვის“ ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა

პარტიამ „სამართლიანობისთვის“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა გამართა. ყრილობა სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.

ორგანიზაციის სლოგანი „ქალები სამართლიანობისთვის“ იქნება, მიზანი კი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა თანაბარუფლებიანი მონაწილეობის ხელშეწყობა და გაზრდა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ქალთა ორგანიზაცია ასევე ორიენტირებული იქნება ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლაზე, გენდერული თანასწორობის საკითხების მოგვარებასა და ქალთა მეტ ინტეგრაციაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.

დატოვე კომენტარი