პარტიამ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ 281 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო
პარტიამ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ 22-23 ოქტომბერს 281 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო. მონაცემები სახელმწიფო აუდიტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
მსხვილ შემომწირველთა შორის არიან გოგი თოფაძე (40 ათასი ლარი), ზურაბ ტყემალაძე (30 ათასი ლარი), ნათია კავთიაშვილი (50 ათასი ლარი) და გიორგი ჭყონია (60 ათასი ლარი).
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყებიდან 22 ოქტომბრამდე პოლიტიკურ ძალას მხოლოდ 5 500 ლარის შემოწირულობა ჰქონდა მიღებული. საპრეზიდენტო არჩევნებში „მრეწველების“ კანდიდატი ოთარ მეუნარგია მონაწილეობს.
აუდიტის სამსახურის მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, 22-23 ოქტომბერს 50 100 ლარის შემოწირულობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მიღებული, 26 660 ლარის შემოწირულობა კი „ევროპულ საქართველოს“.