პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს 12 ახალი წევრი წარადგინა
პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს 12 ახალი წევრი წარადგინა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ განაგრძობს წინასაარჩევნო კამპანიას. დღეს პარტიის წარმომადგენლებმა მრგვალ ბაღში ქალთა საბჭოს ვაკის რაიონის 12 ახალი წევრი წარადგინა.

ქალთა საბჭოს წევრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. ღონისძიებას ესწრებოდნენ „ლელო საქართველოსთვის“ ვაკის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან კობერიძე და პოლიტსაბჭოს წევრი, მედეა მეტრეველი.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა „ლელოს“ „მარშალის გეგმის“ ქალთა პროგრამის პრეზენტაცია და დისკუსია ამომრჩეველთან.