პარტიამ „გამარჯვებული საქართველო“ 30 მაჟორიტარული ოლქიდან კანდიდატი სამ ოლქში წარადგინა
პარტიამ „გამარჯვებული საქართველო“ 30 მაჟორიტარული ოლქიდან კანდიდატი სამ ოლქში წარადგინა

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი ოქრუაშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „გამარჯვებული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან: ოთარ შანიძე – ხულო-შუახევი-ქედა; იზა სურმანიძე – ბათუმი; გურამ ჩალაგაშვილი – ხაშური-ქარელი.

„ევროპულ საქართველოსთან“ შევთანხმდით საერთო კანდიდატების მხარდაჭერაზე. ეს არის ქარელისა და ხაშურის ოლქი, სადაც გურამ ჩალაგაშვილს მხარს დაუჭერენ „ევროპული საქართველოდან“, ისევე როგორც ჩვენ მხარს დავუჭერთ „ევროპული საქართველოს“ წევრს გურიაში. ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

„გამარჯვებულმა საქართველომ“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვისაც.

ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატი კახაბერ სირაბიძე იქნება, ხულო-ხელვაჩაური-შუახევში კი – ასლან ვაშაყმაძე.

დატოვე კომენტარი