პარტიამ „ერთიანი საქართველო“ ქარელისა და ხაშურის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
პარტიამ „ერთიანი საქართველო“ ქარელისა და ხაშურის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

პარტიამ „ერთიანი საქართველო“ ქარელისა და ხაშურის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ალექსი ჩხიკვაძე წარადგინა.

პარტიის ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამომრჩეველს ქარელში შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო. ბურჯანაძე მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში ოკუპაციის პროცესის შეჩერებას დაჰპირდა.

„წარვადგინეთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დარწმუნებული ვართ, რომ მას ბევრი ადამიანი დაუჭერს მხარს. ეს არის ადამიანი, რომელსაც ამ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებთან ერთად გაუვლია ჭირიც და ლხინიც. განსხვავებით ხელისუფლების და სხვა პარტიების მიერ დაყენებული ბიზნესმენი დეპუტატებისგან, იქნება ქარელის მოსახლეობის ხმა. ქარელის მუნიციპალიტეტში არის საზღვრისპირა სოფლები, იქ არა მხოლოდ ეკონომიური სიდუხჭირის ქვეშ, არამედ კიდევ არიან იმ საფრთხის ქვეშ, რომ ერთხელაც გაიღვიძებს და თავის ბოსტნის ნახევარს დაინახავს ე.წ საზღვრის იქეთ. ამის მოთმენა აღარ შეიძლება. მე არ ვაპირებ ვიცადო, სანამ ბიძინა ივანიშვილს ჭორვილაში არ გაუტარებენ საზღვარს. მე ვარ ადამიანი, ვისაც შეუძლია ამ პრობლემებისა და საზღვრის პრობლემის მოგვარება. მე რომ ვიქნები ხელისუფლებაში, საზღვარი აღარ გადმოვა საქართველოს ტერიტორიაზე და პირიქით, დაიწყება პრობლემის მოგვარება“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.