პარტიამ „ერთიანი საქართველო“ ხაშურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
პარტიამ „ერთიანი საქართველო“ ხაშურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა

პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ მოსახლეობას ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინდა.

ბურჯანაძემ მოსახლეობას ალექსანდრე ჩხიკვაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ის საიმედო პარლამენტარი იქნება.

„დარწმუნებული ვართ, ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატს სერიოზული მხარდაჭერა ექნება. ასევე, დარწმუნებული ვარ, ბევრი შემოხაზავს სამ ნომერს. ამ რაიონში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, ბევრი პრობლემაა, მაგრამ აქ კიდევ ემატება უგზოობა, უწყლობა, ის, რომ ადამიანებს მოსავალი ულპებათ და ვერ აბარებენ. ჩვენ დავარწმუნებთ მოსახლეიბას, რომ ძალა, გამოცდილება და ადამიანი, რომელიც საქმეს გააკეთებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალა და გამოცდილება არის აქ, სადაც მე ვარ. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ხაშურის მოსახლეობას შევიდნენ საარჩევნო უბანზე და ხმა მისცენ ადამიანს, რომელსაც შეუძლია პრობლემების მოგვარება და აქვს ძალა და გამოცდილება“, – ნინო ბურჯანაძე.