პარტიამ „ანა დოლიძე- ხალხისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა
პარტიამ „ანა დოლიძე- ხალხისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა

პარტიამ „ანა დოლიძე- ხალხისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, თბილისს სჭირდება მერი, რომელიც დედაქალაქს დაუბრუნებს მწვანე ქალაქის სტატუსს და იზრუნებს უსაფრთხო გარემოზე.

„თბილისი არ არის დღეს ხალხისთვის მორგებული ქალაქი, ეს ქალაქი არის მორგებული რამდენიმე ადამიანის და რამდენიმე ჯგუფის კერძო ინტერესებზე. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ქალაქი გავხადოთ ყველასთვის, ყველამ აქ უნდა იპოვოს თავისი თბილისი. მე, როგორ მერობის კანდიდატი, ყველაფერს გავაკეთებ, რათა იდეა, რომ ეს ქალაქი არის ყველასთვის, ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ასაკოვანი ხალხისთვის, ოჯახებისთვის, ამ იდეამ იპოვოს რეალობა. მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც ამ იდეას შეასხამს რეალობას. პარტიამ ხალხისთვის მე წარმადგინა მერობის კანდიდატად, მე ვიქნები ხმა ხალხისა ამ ქალაქში და გავაკეთებ ყველაფერს, რათა ეს ქალაქი გახდეს ქალაქი ხალხისთვის და არა რამდენიმე ადამიანისა და ჯგუფისთვის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

დატოვე კომენტარი