პარტიამ „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის და ვანის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
პარტიამ „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის და ვანის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

პარტიამ „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის და ვანის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატი წყალტუბოში წარადგინა. ალეკო ელისაშვილის თქმით, ინდიკო ბერძენაძე 2010 წლიდან ადვოკატთა ასოციაციის წევრია და ამჟამადაც საადვოკატო საქმიანობითაა დაკავებული.

„მოქალაქეები“ ის გუნდია, სადაც გრძნობ, რომ შენ, როგორც პიროვნება მნიშვნელოვანი ხარ, მთელი ცხოვრება ადამიანების დაცვაში გავატარე და პარლამენტში შესვლის შემდეგ, მეტი ბერკეტი მექნება ჩემი წყალტუბოელების, ხონელების, სამტრედიელების და ვანელების ინტერესების დასაცად. ჩვენ, ყველა ერთად, უკეთეს ქვეყანას და ღირსეულ ცხოვრებას ვიმსახურებურებთ და მხოლოდ პატიოსანი შრომით და ჭეშმარიტად განათლებული მომავალი თაობით შევძლებთ ამის მიღწევას“, – განაცხადა ინდიკო ბერძენაძემ.