პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა
პარტია „თავისუფალმა საქართველომ“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა

ილიას ბაღში, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

როგორც პრეზენტაციაზე პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ განაცხადა, „თავისუფალი საქართველო“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც თანაბრად მიუღებელია როგორც წინა ხელისუფლება, ისე ამჟამინდელი და კოალიციაში შესვლას არც ერთ მათგანთან არ აპირებენ.

„ვხედავთ, რომ „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ დაპირისპირება უსასრულოა და ამის გაგრძელება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სახელმწიფო აღარ დაგვრჩება. ამიტომ 2020 წლის არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უნდა დაუსვას წერტილი და აირჩიოს ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობა. ჩვენ „თავისუფალ საქართველოს“ გვირჩევნია, არჩევნებზე წავიდეთ ცალკე და გვქონდეს ჩვენი ამომრჩევლის იმედი, კოალიციაში ძალიან რთული არის სხვის მაგივრად პასუხისმგებლობების აღება. ჩვენ გვინდა, რომ მინიმუმ გავაორმაგპთ ან გავასამმაგოთ ის შედეგი, რომელიც ავიღეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე“,- განაცხადა კუკავამ.