პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი გია ცეცხლაძე - თაღლითმა, მოღალატე გახარიამ არაერთ ადამიანს აუბნია თავგზა, გვარწმუნებდა, თითქოს მისი პროექტი „შეთანხმებულია ზევით, ბიძინა ივანიშვილთან“
პარტია „საქართველოსთვის“ ყოფილი წევრი გია ცეცხლაძე - თაღლითმა, მოღალატე გახარიამ არაერთ ადამიანს აუბნია თავგზა, გვარწმუნებდა, თითქოს მისი პროექტი „შეთანხმებულია ზევით, ბიძინა ივანიშვილთან“

გია ცეცხლაძე აცხადებს, რომ პარტიას „საქართველოსთვის“ ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ცეცხლაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„მინდა, ჩემს მეგობრებსა და საზოგადოებას ვაცნობო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ – ვტოვებ პარტიას გახარია „საქართველოსთვის“ და აღარ ვაპირებ მონაწილეობას პოლიტიკურ პროცესებში. რაც შეეხება ჩემი გადაწყვეტილების მიზეზებს, დასამალი არაფერი მაქვს. მოკლედ, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, რომ, სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში მთავარმა თაღლითმა და მოღალატემ, გიორგი გახარიამ არაერთ ადამიანს აუბნია თავგზა. ყველას გვარწმუნებდა, თითქოს მისი პროექტი „ზევით, ბიძინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული“.

დრომ და ფაქტებმა კი აჩვენა, რომ ჩვეულებრივი მოღალატე, მატყუარაა. კარგია, რომ გახარიას მიერ შეცდომაში შეყვანილი ადამიანების უმრავლესობამ ეს უკვე გაიგო და მიხვდა, რომ მისი ერთადერთი მიზანი „ნაცებთან“ ჩახუტება, მათი საქმის კეთება და ხალხის მოტყუებაა. განსაკუთრებულ ბოდიშს ვუხდი და პატიებას ვითხოვ ყველა იმ ადამიანისგან, ვინც ჩემი ნდობით შევიდა შეცდომაში“, – წერს გია ცეცხლაძე.