პარტია „საქართველოსთვის“ ცნობით, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ

14:00, 16.01.2025

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე ბას კლაინი გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ.

ინფორმაციას პარტია „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

„შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა იყო“, – აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი