პარტია „რეფორმერმა“ თბილისისა და რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
პარტია „რეფორმერმა“ თბილისისა და რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

პოლიტიკური პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა სასტუმრო „სტამბაში“ თბილისისა და რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

თორნიკე ჯანაშვილმა ოფიციალურად გახსნა პარტიის საარჩევნო კამპანია და პარტიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

„რეფორმერი“ არის პლატფორმა, რომელიც შეგიძლია გამოიყენო, რომ ქვეყანაში განახორციელო რეალური ცვლილებები. ზუსტად ამ პრინციპით შეირჩა ჩვენი კანდიდატები. ეს იყო პარტიის კანდიდატების შერჩევის სრულიად განსხვავებული, გამჭვირვალე და უპრეცენდენტო პროცესი, ჩვენ პოლიტიკაში ჩართვის შანსი მივეცით ყველას, ვინც საკუთარ თავში უკვე აღმოაჩინა რეფორმერი“, – განაცხადა თორნიკე ჯანაშვილმა.

პარტიის კანდიდატთა სია კი ასეთია:

მთაწმინდა-კრწანისის საარჩევნო ოლქი – ანა ჯაფარიძე, ბიზნესის მართვის სპეციალისტი

ვაკის საარჩევნო ოლქი – მაია კუკავა, ფინანსისტი

ისნის საარჩევნო ოლქი – გიორგი ავაზაშვილი, იურისტი

დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ლქი – დავით შალუტაშვილი, ეკონომისტი

გლდანის საარჩევნო ოლქი – ხატია ქობალია, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალისტი

საბურთალოს საარჩევნო ოლქი – მიხეილ კოხრეიძე, ციფრული არტისტი

მცხეთა-დუშეთი-თიანეთი და ყაზბეგის საარჩევნო ოლქი – ბაჩო ბუჩუკური, ტურიზმის მენეჯერი

ბათუმის საარჩევნო ოლქი – ჯეი ოქროპირიძე, ბიზნესის მართვის სპეციალისტი.

კანდიდატების წარდგენას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და პარტიის მხარდამჭერები ესწრებოდნენ.