პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილედ ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს

14:27, 16.01.2021

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ მაღლაფერიძე გახდა. ამის შესახებ პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური საბჭოს წევრების წარდგენისას განაცხადა.

ამასთან, ვასილ მაღლაფერიძე არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობაშიც.

პარტიის დღევანდელ ყრილობაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს, ასევე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს.

მსგავსი