პარტია „ქართული არჩევანი“ აჭარაში საარჩევნო კამპანიას იწყებს
პარტია „ქართული არჩევანი“ აჭარაში საარჩევნო კამპანიას იწყებს

პარტია „ქართული არჩევანი“ აჭარაში საარჩევნო კამპანიას იწყებს. პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, დღეს, ბათუმში საარჩევნო შტაბი გახსნა.

პარტიის ლიდერმა ბეჟან გუნავამ მხარდამჭერებს პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.

ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის გაერთიანებულ ოლქში პარლამენტის მანდატისთვის ბადრი შაინიძე, უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად კი, მარად აბულაძე იბრძოლებს. ბათუმში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად რუსლან სალაძე, უმაღლეს საბჭოში კი, მადონა შაინიძე დაასახელეს.

უახლოეს პერიოდში პარტია საარჩევნო შტაბს ქობულეთშიც გახსნის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ქობულეთიდან სწორედ მაშინ დაასახელებს.