პარტია „ლელომ“ „ლელოს 9 ნაბიჯი - თბილისის მარშალის გეგმის“ პრეზენტაცია გამართა
პარტია „ლელომ“ „ლელოს 9 ნაბიჯი - თბილისის მარშალის გეგმის“ პრეზენტაცია გამართა

პარტია „ლელომ“ „ლელოს 9 ნაბიჯი – თბილისის მარშალის გეგმის“ პრეზენტაცია გამართა.

„ლელოს საქართველოსთვის“ ლიდერებმა, პარტიის თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ, მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილი და გენერალურმა მდივანმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ბადრი ჯაფარიძემ საზოგადოებას წარუდგინეს „ლელოს 9 ნაბიჯი – თბილისის მარშალის გეგმა“.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 1. „ქალაქი ქალაქში“ – 21 საუკუნის თბილისი 2. მზრუნველი და სამართლიანი თბილისი 3. უსაფრთხო და სუფთა ქალაქი 4. მწვანე ქალაქი 5. საქმიანი თბილისი 6. Connected თბილისი 7. ჯანმრთელი და განათლებული თაობის თბილისი 8. მასპინძელი თბილისი 9. ძველი თბილისი თბილისი სიტი- ქალაქის საქმიანი და ფინანსური ბიზნეს ცენტრი, ისევე როგორც შეიქმნა ლონდონში, ფრანკფურტში, სინგაპურში და მთელი ბიზნესების კონცენტრირება მოხდეს აქ, თბილისის პოზიციონირება, როგორც საქმიანი ქალაქი.

„კინო ქალაქი – კინო საქმიანობაში დიდი ისტორია, სახელგანთქმული ადამიანები, რეგიონის კინო ცენტრი – ქალაქის მერსა და კინო წარმომადგენლებს შორის დაფუძნდება კინო ქალაქი სამუზეუმო და საფესტივალო ქალაქი -ეს ნიშნავს იმ გეოგრაფიული პოტენციალის გაერთიანება რომელიც ამ ქალაქს გააჩნია, ბილბაო არის ამის კარგი მაგალითი.

განათლება – ჩვენ გვყავს უნიკალური ახალგაზრდობა, ამისათვის თბილისის მერია გამოყოფს სახსრებს და თავს მოუყრის აქსელერატორებსა და სტარტაპერებს, რომლებიც დაეხმარებიან სტარტაპ კომპანიებს გავიდნენ საერთაშორისო დონეზე და მოიზიდავენ ინვესტიციებს. განათლების დაწესებულებების აქტიური , ფინანსური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა;

სამედიცინო ქალაქი- დიღმის მიმართულება გადავაქციოთ საერთაშორისო მიმართულების სამედიცინო ცენტრად, ლელოს ჰყავს შესანიშნავი მედიკოსები და ამას დავუთმობთ ცალკე პრეზენტაციას სადაც გაგაცნობთ ჩვენს ხედვას.

მზრუნველი და სამართლიანი თბილისი – ჩვენი ამოცანაა, არცერთი უსახლკარო და მშიერი ბავშვი, არც ერთი ხანდაზმული ზრუნვის გარეშე, ბიუჯეტით მხოლოდ ეს შეუძლებელია, ამისათვის გვინდა კერძო და საჯარო ინიციატივა, ნამდვილი სოლიდარობა და ნამდვილი ურთიერთობა, საქმეში ვაჩვენებთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება ინსტიტუციონალურ დონეზე.

უსაფრთხო და სუფთა ქალაქი – ყველა ევროპულ ქალაქში უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, შემოვიტანთ თანამედროვე ტექნოლოგიას, რომელიც ქალაქში უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, დაცული ქუჩები, სისუფთავე.. ლელოს მმართველობის პირობებში ქალაქს ექნება თანამედროვე ნარჩენების გადამუშავების მანქანა, აღარაფერს ვიტყვი ნარჩენების სეპარაციაზე.

მწვანე ქალაქი – ხშირად ვსაუბრობთ მწვანე გარემოზე და გვგონია რომ დეკორატიული გადამწვანება არის ჩვენი ჯანსაღი მომავალი, თუმცა როცა ვლაპარაკობთ მწვანე გარემოზე, ლაპარაკია ევროპული სტანდარტის ნორმებზე, თუ გვინდა რომ დავუახლოვდეთ ამ სტანდარტს, ქალაქს სჭირდება 3 ახალი პარკი, 100 ჰა, რომელიც მოძებნილი გვაქვს ქალაქში და უნდა გავაკეთოთ ცენტრალური პარკი, ქალაქს სჭირდება ფილტვები.

მტკვარი – სირცხვილია 21-ე საუკუნეში მტკვარი ასეთ მდგომარეობაში მოედინებოდეს, მოვიძიებთ საერთაშორისო დონეზე ფინანსებს, რომ ქალაქში ასეთი დაბინძურებული მდინარე არ იყოს.

ყველა ზემოაღნიშნულს სჭირდება ბიუჯეტი – 4 წელში გავასამმაგებთ, საერთაშორისო პარტნიორებისაგან და ინვესტორებისგან მოვიზიდავთ დაახლოებით 1 მლრდ დოლარს და განვახორციელებთ პროექტებს. თბილისს ვერ ვიყენებთ, როგორც ლოჯისტიკურ ცენტრს, ამიტომ პირველი ამოცანა იქნება თბილისი ვაქციოთ ლოჯისტიკურ ცენტრად – ამაზონი, ალიბაბა, ასეთ კომპანიებთან გვაქვს უკვე კონტაქტები და თბილისი უნდა გავხადოთ ლოჯისტიკური ცენტრი.

ჯანმრთელი და განათლებული თაობა – დღეს ჩვენი შვილები სვამენ ფხვნილის რძეს, ხარისხიანი კვება და ნატურალური რძე არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ქალაქში უნდა მოვახერხოთ, რომ ცურვა იცოდეს ყველა ბავშვმა, ახალგაზრდებს შეეძლებათ ცურვის სწავლა, ჩვენ ზღვის ქვეყანა ვართ და სტატისტიკის მიხედვით. ჩვენმა ბავშვებმა ცურვა არ იციან, ამიტომ ყველა რაიონს აბონიმენტები, რომელიც დაფინანსდება მერიის მიერ.

მასპინძელი თბილისი – თბილისისთვის განმეორებადი ტურისტი არის მნიშვნელოვანი, მდგრად განვითარებასა და შემოსავალს სხვაგვარად ეს ქალაქი ვერ მიიღებს, ამისათვის გვჭირდება სტანდარტიზაცია, მერია იქნება სასტუმროებისა და საკვები ობიექტებისათვის ვარსკვლავების მინიჭება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. თბილისი გადავა ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტის დამკვიდრებაზე. ამაში ქალაქის მერია ჩადებს ფულს, რომ ჩვენი მერიის დახმარებით საერთაშორისო დონეზე აიწიოს სტანდარტიზაცია.

ძველი თბილისი – ჩვენ თუ გვინდა მივაღწიოთ ამას და გადავარჩინოთ ძველი თბილისი, მაშინ მკაცრად უნდა დავიცვათ ძველი თბილისის საზღვრები, არავითარი კომპრომისი გადაკეთების ქალაქში არ უნდა დავუშვათ, ამიტომ სწორად ჩვენი კონცეფცია ქალაქი ქალაქში, სადაც ჩვენს დეველოპერებს მაღალსართულიანი შენობების გადატანის შესაძლებლობას ვაძლევთ, როგორც ლონდონში მოხდა, როგორც სინგაპურში, ერთ კონკრეტულ ადგილას მოვახდინოთ მაღალი შენობების განაშენიანება“, – აღინიშნა პრეზენტაციაზე.

დატოვე კომენტარი