პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ამერიკის კონგრესის დელეგაციას შეხვდნენ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები ამერიკის კონგრესის დელეგაციას შეხვდნენ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გუნდი პარლამენტში ამერიკის კონგრესის დელეგაციას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა გააგრძელოს.

„შეხვედრისას აშშ კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თანამშრომლებს მიაწოდეს ინფორმაცია „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ ბოლო წლებში შეცვლილი საგარეო კურსისა და დემოკრატიული უკუსვლის, ადამიანის უფლებების შემზღუდველი რეპრესიული კანონების შესახებ, პარტიის საპარლამენტო გუნდის საკანონმდებლო ინიციატივებსა და თანმიმდევრულ პოლიტიკაზე.

ამ რთულ დროს, მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაგრძოს საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდაჭერა დემოკრატიის განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფების გზაზე. იმედი გვაქვს, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა აღდგება და ამერიკის მხარდაჭერით საქართველო შეძლებს დემოკრატიული განვითარების შეუქცევად გზაზე დაბრუნებას“, – ნათქვამია პარტიის გავრცელებულ ინფორმაციაში.