პარტია „ფიდესი“ – ტირანიამ დღეს ახალ დონეს მიაღწია, გამომძიებლები წინასწარი შეტყობინების გარეშე გამოჩნდნენ ცენტრში, რომელიც იცავს „ფიდესის“ სერვერებს

22:05, 21.07.2026

უნგრეთში, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესის“ ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა. ამის შესახებ პარტია „ფიდესი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას.

გამომძიებლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ოფისებში, სადაც პარტიის ინტერნეტსერვერები იყო განთავსებული.

„ტირანიამ დღეს ახალ დონეს მიაღწია. გამომძიებლები წინასწარი შეტყობინების გარეშე გამოჩნდნენ ცენტრში, რომელიც იცავს „ფიდესის“ სერვერებს, რათა პარტიის მთელი საკომუნიკაციო სისტემა და მონაცემთა ბაზები ამოეღოთ. ეს უნგრეთში 1990 წელს კომუნიზმის დასრულების შემდეგ არ მომხდარა“, – წერია პარტიის ოფიციალურ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი პარტია „ტისას“ ძალადობრივ ტირანიას წინ აღუდგებიან.

მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პიტერ მადიარი.

„პარტია „ფიდესის“ ინფორმაციით, გამომძიებლებმა დღეს ვიქტორ ორბანის პარტიის სერვერები ამოიღეს. ველოდებით პროკურორის განცხადებას“, – წერია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

მსგავსი