პარტია „დროას“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია დააკავეს

14:51, 15.09.2025

სამართალდამცველებმა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს.

ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას. მათ სოციალურ ქსელში შესაბამისი ვიდეოკადრებიც გაავრცელეს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელენე ხოშტარიას მიერ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მსგავსი