პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარს უჭერს გერმანიის ბირთვული იარაღით აღჭურვას
პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარს უჭერს გერმანიის ბირთვული იარაღით აღჭურვას

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარს უჭერს გერმანიის ბირთვული იარაღით აღჭურვას. ინფორმაციას ამის შესახებ „შპიგელი“ ავრცელებს.

გერმანული მედიის ცნობით, პარტიის წევრი რუდიგერ ლუკასენი ფიქრობს, რომ ქვეყანას საკუთარი ბირთვული იარაღი და სავალდებულო სამხედრო სამსახური სჭირდება, რომელიც ასევე მოიცავს ქალების სავალდებულო სამხედრო სამსახურსაც.

„აშშ-ის ბირთვული ქოლგა თუ არ იქნება, ევროპამ უნდა იმოქმედოს. თავად გერმანია უნდა გახდეს ბირთვული შემაკავებელი – ევროპული სტრატეგიული ავტონომიის და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ფარგლებში საკუთარი სამხედრო და სარდლობის სტრუქტურით“, – განაცხადა გერმანელმა პოლიტიკოსმა.

პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დეპუტატი ჰანეს გნაუკი აცხადებს, რომ რუსეთთან ვაჭრობაში და ენერგომომარაგებაში სტრატეგიული პარტნიორობა აუცილებელია, მაგრამ არავის უნდა დაავიწყდეს, რომ რუსეთი არ არის გერმანიის მეგობარი და არც მტერი.

გერმანელი დეპუტატის თქმით, აშშ თუ ნამდვილად ტოვებს ნატო-ს, ალიანსში წამყვანი როლი გერმანიამ უნდა შეასრულოს.